ჩაოს საჯარო სკოლაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
20-02-2019
ჩაოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი გაიმართა. 
 
გაკვეთილი მეათე კლასში თემაზე „ვიდრე პროფესიას აირჩევდე“ ჩატარდა. 
 
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლემ გაიაზროს მომავალი პროფესიული არჩევანის მნიშვნელობა და შეძლოს შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენა.
 
გაკვეთილი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: კითხვა-პასუხი, წინარე ცოდნის გააქტიურება, მინი ლექცია, სავარჯიშო „შეურჩიე პროფესია“, პრეზენტაცია და როლური თამაში, შეფასება და თვითშეფასება, საშინაო დავალება.
 
„მოსწავლეების პრეზენტაციაში ჩანდა, თუ რამდენად კარგად იცნობენ ისინი მომავალ პროფესიას, ხოლო როლურ თამაშში წარმოადგინეს მათი მომავალი პროფესიული საქმიანობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 
 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203