მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი - „გიქორი“ ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები სომეხი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 150-წლისთავთან დაკავშირებით, მიწვეული იყვნენ მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე ,,გიქორი''.
სპექტაკლი თბილისის სომხური თეატრის დასმა ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დადგა.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, სპექტაკლით მოსწავლე-მასწავლებლები კმაყოფილი დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები