წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პატარა ინტელექტუალები ერთმანეთს ლოგიკასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ
21-02-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IVა კლასში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ მორიგი ეტაპი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარა ინტელექტუალებისაგან შემდგარი ოთხი გუნდი ერთმანეთს ლოგიკასა და ერუდიციაში შეეჯიბრნენ. 

„არაფორმალური განათლების კუთხით სკოლაში რამოდენიმე კლუბი ფუნქციონირებს. მათ შორისაა ინტელექტკლუბი - „მოაზროვნე“. ეს პატარები სწორედ ამ კლუბის უმცროს თაობას წარმოადგენენ და ინტელექტუალურ პაექრობებში ყოველთვის ინტერესით ერთვებიან“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

თამაშს კლუბის ხელმძღვანელი თეა ჭუმბურიძე უძღვებოდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203