ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარის დათა თავართქილაძის ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა სამი გუნდი: „ძირქვა“, „ელიტა“ და „არწივი“.
კონკურს გარეშე მონაწილეობდა აგრეთვე პედაგოგებისგან დაკომპლექტებული გუნდი „ინტელექტი“.
დაძაბული თამაშის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა გუნდმა „ძირქვამ“.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის დათა თავართქილაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიებისთვის და მომავალშიც ელოდება მისგან მსგავს აქტიურობას.
იხილეთ ფოტოები