პატარა არაქალის საჯარო სკოლაში ჰოვანეს თუმანიანის 150 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს VI - IX კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს საინტერესო დადგმა „ბარეკენდანი“.
„ამ ღონისძიების დაგეგმვაში მოსწავლეებს ხელი შეუწყვეს ჩვენმა მასწავლებლებმა, ანაიტ წარუკიანმა და სუსანნა მკრტჩიანმა. ჰოვანეს თუმანიანი შესანიშნავი მოღვაწე იყო, რომელმაც დაგვიტოვა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ლექსი, პოემა და თქმულება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები