ვანთის საჯარო სკოლაში სამი თვე მიმდინარეობდა თელავის პროფესიული კოლეჯის „პრესტიჟის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს თექაზე მუშაობა.
ისინი დაეუფლნენ თექის როგორც სველი, ასევე მშრალი თელვის ტექნიკას.
პროექტის დასრულების შემდეგ მათ მოაწყვეს გამოფენა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
ნამუშევრებმა დამთვარიელებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები