ბავშვს უფლება ექნება, სწავლასა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა მოითხოვოს
21-02-2019

ბავშვს უფლება ექნება სწავლასა და თავისუფალ დროს შორის ბალანსის დაცვა მოითხოვოს, ხოლო მშობლები ან აღზრდაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებული იქნებიან, ბავშვის მოსაზრებებსა და საჭიროებებს ამ კუთხით სათანადო ყურადღება დაუთმონ.

შესაბამისი ცვლილებები „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით, ბავშვს უფლება ექნება, დასვენებასა და თავისუფალი დროის ქონაზე, თამაშზე, რეკრეაციულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მისი ინტერესების და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. ასევე მისი უფლებაა მონაწილეობა მიიღოს კულტურულ, სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.

ასევე, ბავშვს უფლება ექნება, მონაწილეობა მიიღოს კულტურულ, სპორტულ ცხოვრებასა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. ხოლო თავის მხრივ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებისთვის სათანადო შესაძლებლობების შექმნას ამ უფლების რეალიზებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203