იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-3/5 კლასის მოსწავლეები, თემის - „112-უსაფრთხოება“ გავლის შემდეგ, დამრიგებელის მერი ხონელიძის ხელმძღვანელობით, სახანძრო სამაშველო სამსახურში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლებს სამსახურის ინვენტარის მნიშვნელობა საინტერესოდ განუმარტეს და პრაქტიკულად აჩვენეს მათი გამოყენების გზები.
„ჩვენმა პატარებმა მოირგეს მეხანძრის ფორმები, დაიხურეს ჩაფხუტები, კიბეზე ავიდნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. მერი ხონელიძის კლასი ყოველთვის ეხმაურება აქტუალურ საკითხებს. პედაგოგს და მის პატარებს წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები