თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს ფიზიკის კაბინეტში მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებით დატვირთული გაკვეთილი ჩაუტარდათ
22-02-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „მოძრაობა და სიჩქარე“ ფიზიკის კაბინეტში  შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეოთხეკლასელებს მასპინძლობა ფიზიკის პედაგოგმა მარინა ზუმბაძემ გაუწია, მასწავლებელმა მოსწავლეებს კაბინეტი დაათვალიერებინა, სხვადასხვა თვალსაჩინოება აჩვენა და ცდებში მიაღებინა მონაწილეობა. პედაგოგმა ცნობისმოყვარე პატარების კითხვებსაც უპასუხა.

„ასეთი შთამბეჭდავი მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით მარინა მასწავლებელს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203