წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გივი შენგელიას სახელობის პატრიკეთის საჯარო სკოლის V-VI კლასებში წარმატებული მოსწავლის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა.
კონკურსს მასწავლებელი რუსუდან ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს დაურიგდათ კლასების შესაბამისი დავალებები, რომელიც განვლილი მასალის ცოდნას მოითხოვდა. ტექსტის მაქსიმალური ქულა იყო 20.
ტესტირების შედეგად გამოვლინდა 4 წარმატებული მოსწავლე. საუკეთესო „ბუნებისმეტყველი მოსწავლის“ წოდება მეექვსეკლასელ ლიზი შენგელიასა და ანანო ნამჩავაძეს მიენიჭათ, მეხუთე კლასიდან კი - მედეა სანებლიძესა და ელენე შენგელიას ერგოთ.
გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები