საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წყაროსთავის საჯარო სკოლის XI კლასის წარმატებული მოსწავლე, ოქროს მედლის კანდიდატი, მარიამ გაგნიაშვილი, აქტიურადაა ჩართული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში.
მარიამმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში, რომელიც დაფინანსებული იყო ამერიკის მთავრობისა და ამერიკული საბჭოების მიერ.
აღნიშნული პროგრამა, FutureLeadership Exchange Program, იგივე FLEX, სამი ტურისგან შედგება. მარიამმა სამივე ტური, ტესტირება, გასაუბრება, ესსე, გუნდური მუშაობა, მოთხრობის ანალიზი,მოსასმენი მასალის ანალიზი, წარმატებით გაიარა
„და ახლა, ფინალისტების ვინაობა ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაირკვევა და მეც მოუთმენლად ველი ზარს, ზარს FLEX-დან, როცა მეტყვიან - „მარიამ, შენ მიდიხარ ამერიკაში“ - აღნიშნა მარიამმა.
იხილეთ ფოტოები