წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიის #2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა ლანა კაკაჩიამ კლასში მოაწყო ცნობილი ინტელექტუალური თამაშის ინტერპრეტირებული ვარიანტი „ყველაზე ჭკვიანი“.
კლასში ექვსი მოსწავლიდან თამაშში მონაწილეობას იღებდა ექვსივე მოსწავლე.
მოსწავლეებს გულშემატკივრობდნენ მშობლები, იყვნენ მოწვეული სტუმრები.
თამაში რაუნდებად იყო დაყოფილი. პირველი რაუნდი 20 კითხვიანი იყო, მეორე რაუნდი იყო შიფრის გახსნის რაუნდი, ვინც პირველი გახსნიდა სიტყვას, მას ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია კატეგორია პირველს შემდეგ რაუნდში. მოსწავლეები პირველი რაუნდის პასუხებს ფურცლებზე აფიქსირებდნენ.
პასუხებს ჟიურის სამი წევრი ასწორებდა, პარალელურად კი მოსწავლეები სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით ართობდნენ სტუმრებს.