თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფოტო-პროექტი - „ფოტოზე გაცოცხლებული ოკუპაციის დღეები“ განახორციელეს
25-02-2019

თბილისის N108 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ზაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ფოტო-პროექტი - „ფოტოზე გაცოცხლებული ოკუპაციის დღეები“ განახორციელეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა საბჭოთა ოკუპაციის დღების ამსახველი ფოტოები გამოფინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში მონდომებით ჩაერთნენ.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 25 თებერვალს 2011 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203