თიანეთის მუნიციპალიტეტის ხევსურთსოფლის საჯარო სკოლაში ღონისძიბა „ვიცხოვროთ ჯანსაღად“ ჩატარდა.
IX-XII კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: ლ. სიმონიშვილი, ე. ჩოლოგაური, მ. ზურაბიშვილი) თანატოლებს წარუდგინეს პრეზენტაცია ალკოჰოლისა და ნიკოტინის მავნე ზეგავლენის შესახებ და ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უბნის ექიმის ც. ბუწალკალური, რომლისგანაც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები