ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა
25-02-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის ეზოში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დროშები დაუშვეს. 

მოსწავლეებმა კი ამ დღეს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია მიუძღვნეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე შექმნილი სიმღერა - ,,ჰიმნი თავისუფლებას" მოისმინეს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203