შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „მოვიარე საქართველო“ განახორციელეს
25-02-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუა ამაღლების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „მოვიარე საქართველო“ განახორციელეს.

სკოლის აღსაზრდელებმა სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლე მოინახულეს.

პროექტს პედაგოგი მარინა სიხარულიძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ერისთავების სასახლიდან მრავალფეროვანი და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203