ადიგენის მუნიციპალიტეტის, მოხის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მასწავლებლები მოსწავლეებს ოკუპაციის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და აღსაზრდელების კითხვებს უპასუხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა ინტერესი იყო მაღალი.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები