ონის მუნიციპალიტეტის, უწერის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით 1921 წლის 25 თებერვალს გმირულად დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგები და მოსწავლეები სკოლის კორიდორში შეიკრიბნენ, იუნკერების თავგანწირვაზე ისაუბრეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სკოლაში დროშაც დაუშვეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები