იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ბუნებასა და ხელოვნებაში საინტერესო პროექტები განახორციელეს
25-02-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-4/1 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ფატი გურეშიძის ხელმძღვანელობით, ბუნებასა და ხელოვნებაში პროექტები განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბუნების პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ კონტინენტებს, მათ ბუნებას, კლიმატურ თავისებურებებს, ბინადრებს.

„მოსწავლეებმა უჩვეულოდ საინტერესო პრეზენტაციაები მოამზადეს, სადაც კარგად ჩანს მათი მოტივირებულობა და გუნდური მუშაობის პრინციპების ცოდნა“, -ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

პროექტი ხელოვნებაში კი მიზნად ისახავდა ქართველი მხატვრების ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობას.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მოსწავლეებმა გუნდური პრინციპით იმუშავეს ისეთ ქართველ მხატვრებზე, როგორებიცაა ფიროსმანი, ლადო გუდიაშვილი, დიმიტრი ერისთავი, დავით კაკაბაძე. მოსწავლეთა ყურადღება ასევე მიიქცია თეთრი ხიდის ისტორიამ.

„მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესში წარმოადგინეს საინტერესო და შემოქმედებითი პრეზენტაციები, რომლებიც პროექტის წარდგენის შემდეგ საკლასო ოთახთან გამოიფინა. ძალიან სააიამოვნო იყო სხვადასხვა კლასის მოსწავლეების ხილვა პრზენტაციებთან, რომლებიც გულდასმით და ინტერესით კითხულობდნენ და ათვალიერებდნენ მე-4/1 კლასის ნაშრომებს. იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს ფატი მასწავლებელს და მის შემოქმედებით მოსწავლეებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203