მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“ წარმატებით იასპარეზეს.
მეოთხე კლასის მოსწავლემ გიორგი ჯაჭვაძემ ოქროს სიგელი მოიპოვა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მესამე კლასის მოსწავლე ნანა ურთაშვილი კი მესამე ადგილის მფლობელია და ვერცხლის სიგელი გადაეცა.
ვერცხლის სიგელები გადაეცათ ასევე მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებს - ლუკა ჯაჭვაძეს, კობა ურთაშვილს, მარიამ გაბელაიას, მარიამ მაისურაძეს და მათე სოხაშვილს.
სკოლის აღსაზრდელების პედაგოგი დალი მუხადგვერდელია.
იხილეთ ფოტოები