პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურის ნახევარფინალში მონაწილეობდნენ
26-02-2019

ბაღდათის მუნიციპალიტეტის, პირველი ობჩის საჯარო სკოლა მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიურად იყო ჩართული.

სკოლამ ჩატარებული აქტივობების მიხედვით მიღებული ქულებით იმერეთში პირველი ადგილი დაიკავა და პრემიის ნახევარფინალში მონაწილეობდა. ნახევარფინალი ქუთაისში 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართა. 

პირველ ეტაპზე ეკოსპიკერმა ელენე ბურჯანაძემ განვლილი მუშაობის შესახებ 90-წამიანი სიტყვა წარმოთქვა, მეორე ეტაპზე კი ელენე და ნინი ბურჯანაძეებმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინეს. 

მოსწავლეები სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203