თბილისის N108 საჯარო სკოლა ღია გაკვეთილებში, რომელსაც ბოულინგ ცენტრი „ლებოვსკი“ ატარებს, აქტიურად ჩაერთო.
გაკვეთილებს 8დ, 10ა, 10ბ, 11ა, 11ბ, 12ა და 12ბ კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მოსწავლეები ბოულინგის თამაშის წესებს გაეცნენ და გაკვეთილის ბოლოს შეეჯიბრნენ კიდეც ერთმანეთს.
გაკვეთილებს სპორტის პედაგოგები ნანა ვეშაპიძე, გია ქისიშვილი და შალვა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები