ტყემლოვანის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო
26-02-2019

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტყემლოვანის საჯარო სკოლაში სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო.

სკოლის დირექტორმა რუსუდან ბიწაძემ, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს უფრო ნათლად დაენახათ ამ გმირების ცხოვრების ამსახველი კადრები და რეალურად შეეფასებინათ ოკუპაციის დროს მიმდინარე მოვლენები.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203