ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისკარის საჯარო სკოლის X კლასში სამოქალაქო განათლების საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნოდარ ბერიძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „თანამშრომლობა, პარტნიორთა შერჩევის პრინციპები, თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთენ.
გაკვეთილის მიზანი იყო - პროექტის განხორციელებისას მოსწავლეთათვის შესაძლო პარტნიორების ფუნქციების გაცნობა; მუშაობის პროცესში შესაძლო კონფლიქტების მართვის წესების გაცნობა; საერთო პროექტზე მომუშავე პარტნიორთა შერჩევის პრინციპებისა და თანამშრომლობის წესებს შემუშავება მოსწავლეებთან ერთად; მოსწავლეთათვის თანამშრომლობის პოზიტიური მხარეების ჩვენება;
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, გაკვეთილის მიზნები წარმატებით განხორციელდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
სამოქალაქო განათლების გაკვეთილმა რეგიონალური კოორდინატორის, თამარ ცქიფურიშვილის მაღალი შეფასება დაიმსახურა.