ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის N166 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ისტორიის მასწავლებლის, გაგა ქორიძის ხელმძღვანელობით კონფერენცია გაიმართა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვები მასწავლებლის დახმარებით ამუშავებდნენ სხვადასხვა საინტერესო თემებს, მართავდნენ განხილვებს, უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის.
შედეგმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა. მათ შეიძინეს აუდიტორიასთან საჯაროდ გამოსვლის დიდი გამოცდილება. რაც მთავარია, ორივე სკოლის ბავშვებმა და პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.
საბოლოოდ, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო თემა, აქედან ერთი თემა ჟანა დარკი ლამოვანის სკოლის მოსწავლეების გვანცა გარიშვილის, ანა მელაძისა და სანდრო ხისფეხიშვილის მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 2 თემა ბერძნული მითოლოგია და არგონავტები კი ეკუთვნოდა 166-ე სკოლას.
ლამოვანის სკოლის სახელით მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და დაჯილდოვდნენ სიგელებით.
„აქვე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ლამოვანის სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისთვისა და თემების საინტერესოდ წარდგენისათვის. უღრმესი მადლობა 166-ე სკოლის ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მასპინძლობისთვისა და უგემრიელესი ტორტისთვის. ყველას ვუსურვებთ უდიდეს წარმატებას“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები