საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პროექტის - „სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ - ფარგლებში გამარჯვებული სპორტული კლუბები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.
გამარჯვებულთა შორისაა თბილისის N129 საჯარო სკოლა, სკოლის სასკოლო სპორტული კლუბი „ირაო“ და კლუბის ხელმძღვანელი ეკა ჭადაშვილი.
გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბის ხელმძღვანელები (მასწავლებლები) და დირექტორები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა.
დაჯილდოების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე მურთაზ მნათობიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი.
აღნიშნული პროექტის მიზანია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა; მასწავლებლების დახმარება სასწავლო პროცესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის მიხედვით დაგეგმვასა და წარმართვაში; ფორმალური და არაფორმალური სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
იხილეთ ფოტოები