თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ VI კლასის მოსწალეებმა რუსულის გაკვეთილზე, მათემატიკის საგანთან ინტეგრაციით პროექტი - „ჩემი საყვარელი სატელევიზიო არხი“ წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საყვარელი სატელევიზიო არხის განრიგი რუსულ ენაზე მხატვრულად და სხვადასხვა დეკორაციების დახმარებით წარმოადგინეს.
„პედაგოგი ლია ქრისტესიაშვილი ყურადღებას ამახვილებდა შეძლო თუ არა მოსწავლემ დროის აღმნიშვნელი პერიოდის სწორად გამოთქმა, რიცხვითი სახელის სწორად გამოყენება, სხვადასხვა ტიპის საათების, როგორც ელექტრონულის, ასევე ისრებიანის ცნობა. პედაგოგმა აღნიშნა, რომ ბავშვებს კარგად ქონდათ გათავისებული წარმოდგენილი თემა და შესაბამისად შეაფასა ისინი.
პროექტს ჰქონდა „მათემატიკური ჩართვაც“. მათემატიკის პედაგოგმა თამუნა გოგიშვილმა ინტეგრაცია მოახდინა რუსულის გაკვეთილის თემასთან. აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა არ იცოდნენ, თუ როგორ დააკავშირებდა მასწავლებელი მათემატიკის საკითხებს რუსულის გაკვეთილს, ამ ყველაფერმა აღტაცება გამოიწვია და მოლოდინის პროცესიც მეტად გაუაქტიურა ბავშვებს. მიზანი „მათემატიკური ჩართვის“ იყო ის, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ ისრებიან საათებზე, ისრებით შედგენილი კუთხის, სექტორის, რკალის სიდიდის განსაზღვრა. VI კლასის მოსწავლეებმა ორივე საგნის დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო