ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ობუჯის N1 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ერთობლივად ჩაერთნენ ღონისძიებაში.
წელს სკოლა იუბილარია, 120 წელი შეუსრულდა. დირექტორმა განსაკუთრბული ყურაღება გაამახვილა ამ ფაქტზე. აღნიშნა, რომ მზადდება საიუბილეო ღონისძიება, იგეგმება წიგნის (სკოლის ისტორიისადმი მიძღვნილი) პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე ქების სიგელებით დააჯილდოვეს წარჩინებული მოსწავლეები.
ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა აღმართეს უხუცესმა მასწავლებელმა, წარჩინებულმა მეთორმეტე კლასელმა და გრანტის მფლობელმა სტუდენტმა.
ზეიმის ბოლოს მეთორმეტე და პირველკლასელმა მოსწავლეებმა 120-ედ დარეკეს სასწავლო ზარი.