თბილისის N129 საჯარო სკოლის პედაგოგი დავით უნგიაძე სკოლაში ფიზიკური აღზრდის ხელმშეწყობისთვის დაჯილდოვდა.
პედაგოგი „საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ“ სერტიფიკატით დააჯილდოვა.
დავით უნგიაძე თბილისის რეგიონულმა ოლიმპიურმა კომიტეტმაც დააჯილდოვა. მას სერტიფიკატი ოლიმპიური სასკოლო სპორტული კლუბების კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის ჩატარებისთვის გადაეცა.
თბილისის N129 საჯარო სკოლა ულოცავს მას და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები