თბილისის N74 საჯარო სკოლაში თემაზე - ,,ძალადობა შინ და გარეთ“ ტოკ-შოუ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტოკ-შოუ უზრუნველყოფდა უსაფრთხო სკოლის მახასიათებლების გაცნობიერებას.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, საკუთარი ხედვა და საჭიროებები დააფიქსირეს.
ტოკ-შოუს სამოქალაქო განათლების პედაგოგი შორენა ჭიჭინაძე და მე-10 კლასის მოსწავლე ნიკა კილტავა უძღვებოდნენ.
„მოსწავლეებში 21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევების ფორმირების უზრუნველსაყოფელი აქტივობების ჩატარება სკოლაში უწყვეტი პროცესია“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები