წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ოფშკვითის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში - „საუბრები მომავალზე“ ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროგრამაში სკოლის მე-4 - მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ, რომლებსაც საინტერესო სპიკერებთან ონლაინ კომუნიკაციისა და მათთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.
ონლაინ ლექციის თემა იყო - „ინტერნეტი და საძიებო სისტემები“.
სპიკერი: სანდრო ასათიანი – ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი.
პროგრამის - „საუბრები მომავალზე“ მიზანია საინტერესო თემებისა და მასწავლებლების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და სწავლების პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრება.
იხილეთ ფოტოები