ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისტორიის პედაგოგი ნათია ბოლქვაძე მოსწავლეებს ავბედითი დროის სისხლიან რეჟიმზე ესაუბრა. პედაგოგმა და მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები