თბილისის N76 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ნახევარფინალში გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდმა დაძაბულ თამაშში, 5:3 სძლია თბილისის N83 საჯარო სკოლის გუნდს.
ფეხბურთის გუნდის წევრები არიან - შალამბერიძე ლუკა, ოსორაული რატი, რუხაია ნიკა, შეყლაშვილი ნიკა, ასტანოვი მიშა და ლობჟანია გიორგი.
სკოლის დირექცია ფეხბურთელებს და მათი სპორტის პედაგოგებს - მამუკა ღვინიაშვილსა და როზა პოღოსოვს შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა თბილისის ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
იხილეთ ფოტოები