ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლე ინგლისურენოვან კონფერენციაზე - „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ პრეზენტაციით წარსდგება.
ინგლისურენოვანი კონფერენცია „ახალციხის N1 საჯარო სკოლის ინიციატივით და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის 22 მარტს ჩატარდება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ხეოთოს საჯარო სკოლაში, კონფერენციას ორგანიზებას მე-9 კლასის ინგლისური ენის მასწავლებელი ეკატერინე ბალახაძე უწევს.
პირველი, სასკოლო ტური, ხეოთის საჯარო სკოლაში 22 თებერვალს ჩატარდა. შეირჩა საუკეთესო პრეზენტაცია თემაზე - „არა სიღარიბეს“. გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტატორი გვანცა ბექაური, რომელიც კონფერენციაზე თემას წარადგენს.
იხილეთ ფოტოები