ჭანდარის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი სხვადასხვა ღონისძიებას აქტიურად ახორციელებს.
მოსწავლეები რაიონულ და სასკოლო პროექტებში ერთვებიან და თავიანთ აზრს და მოსაზრებას ხმამაღლა გამოთქვამენ.
კლუბმა „ევრიკამ“ თელავში გამართულ ღონისძიებაზე პროექტი „წადი არჩევნებზე“ წარმოადგინა.
გარდა ამისა, მასწავლებლებმა, ანა რუაძემ და მარინა ყალაბეგაშვილმა X-IX კლასში ჩაატარეს ღია გაკვეთილები.
X კლასში გაკვეთილის თემა იყო „მოსწავლეთა ჩართულობა სკოლის თვითმმართველობაში“, ხოლო IX კლასში კი „ადგილობრივი თვითმმართველობის მახასიათებლები და ძირითადი მიზნები“.
იხილეთ ფოტოები