მცხეთის მუნიცპალიტეტის, ძეგვის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგმა ზაქარია ხიზანიშვილმა სპორტულ-გასართობი შეჯიბრის „მხიარული სტარტების“ შიდა სასკოლო თამაში ჩაატარა.
შეჯიბრში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისაგან შემდგარი 4 გუნდი მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები შეჯიბრში ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები