თბილისის N106 საჯარო სკოლის მასწავლებელმა სოფიკო მეხაშიშვილმა Iდ კლასის მოსწავლეებთან გაკვეთილზე კითხვის სწავლების მიზნით სახალისო აქტივობა გამოიყენა.
პედაგოგის აქტივობის აღწერას უცვლელად გთავაზობთ:
აქტივობა: მკითხველი – მსაჯი – მწერალი
საწყის ეტაპზე კითხვა ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მნიშვნელოვანია მოსწავლეს კითხვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება არ გაუჩნდეს. აქედან გამომდინარე, განათლების მიღების საწყის ეტაპზე მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, კითხვის შესწავლა მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, მნიშვნელოვანია თამაშის ელემენტების დამატება.
აქტივობის მიზანი – მოსწავლეებმა შეძლონ:
აქტივობისთვის საჭირო რესურსი: ბარათეზე დაწერილი სიტყვები, მერხი, სკამები, კალამი.
106–ე სკოლის 1დ კლასში ვსწავლობთ კითხვას თამაშით და ხალისით.
მასწავლებელი - სოფიკო მეხაშიშვილი.
იხილეთ ვიდეო