ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტ ლაშა გახარიას ხსოვნის საღამო გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პოეტის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოსწავლეები პოეტის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა პატივი მიაგეს დიდებული პოეტის ხსოვნას, სანთლები დაანთეს და მის პოეზიაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-ირმა თოდუა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები