ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი დაემატა.
სტატუსი სკოლის პედაგოგმა ნინო ყარაჯაშვილმა შეიცვალა.
იანეულის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მას და წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.