წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ
28-02-2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, წინწყაროს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებლის ნათელა ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსის მიზანი იყო საქართველოს ისტორიის მტკივნეული პერიოდის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203