მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პირველად საქართველოში, პედაგოგებს ონლაინ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
მასწავლებლის სახლის ცნობით, გამოცდილ ტრენერებსაც სჭირდებათ გადამზადება, რათა ეფექტურად გაუძღვნენ ონლაინ კურსს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო, რომელიც ახალი ონლაინ კურსის ინსტრუქტორების სატრენინგო პროგრამის ნაწილის წარმოადგენს.
იხილეთ ვიდეო ბმულზე.