ახალციხის მუნიციპალიტეტის, მინაძის საჯარო სკოლის „მე და საზოგადოების“ პედაგოგმა მაია მაჭარაშვილმა მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებთან გასვლითი კულტურულ-შემეცნებითი გაკვეთილი განახორციელა.
სკოლის აღსაზრდელები, პედაგოგის ხელმძღვანელობით, ახალციხის თოჯინების თეატრში საბავშვო სპექტაკლზე - ,,კომბლე“ იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაკვეთილზე შესწავლილი თეატრსა და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები და შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევები განიმტკიცეს.
იხილეთ ფოტოები