ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში (კვლევა) პროექტებით სწავლებაზე დაფუძნებული სამოდელო გაკვეთილები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მერვე კლასის მოსწავლეების ჩატარებული კვლევის თემა იყო - ჯანსაღი ხერხემალი. პროეტი ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია მაჩიტიძემ ჩაატარა. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები.
მეათე კლასის მოსწავლეების განხორციელებულ კვლევას ინგლისური ენის მასწავლებელი ელენა კაპანაძე ხელმძღვანელობდა. პროექტი გარემოს დაბინძურებას ეხებოდა. თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურობით გამოირჩეოდა. სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად ნერგები დარგეს.
იხილეთ ფოტოები