ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა
28-02-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N2  საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.

ჩემპიონატში მე-8, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თამით, მოსწავლეები სკოლაში 1-ლი ტურის ჩატარებას დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ.

„მოსწავლეები ჩემპიონატის დაწყებამდე საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. მათი მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. სწავლისადმი დამოკიდებულება უფრო ხალისიანი და აქტიური    გახდა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ 1-ლი ტურის ჩატარებას და ეს  დღეც დადგა. სკოლაში დღემ  წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა ჩემპიონატში საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203