შუახევის მუნიციპალიტეტის, ცინარეთის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო ღონისძიება - ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
ინტელექტუალურ თამაშში ორი გუნდი - „ლომები“ და „ვეფხვები“ მონაწილეობდა.
გამარჯვება წილად ხვდა გუნდ -„ლომებს“. გუნდი სიგელით დაჯილდოვდა.
ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი გულნაზ ზოსიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის დირექცია გამარჯვებულ გუნდს წარმატებას ულოცავს და მოსწავლეებსა და მასწავლებელს საინტერესო თამაშისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები