თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, საბჭოთა ოკუპაციის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპულ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს მათ მიერ მომზადებული პლაკატები. სხვადასხვა მასალა მოიძიეს და დამსრე საზოგადოებას წარუდგინეს. გაიმართა დისკუსიაც, სადაც თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი აზრი გამოთქვა.
„სწორედაც, რომ მოსწავლეების მიერ ამ დღის აღნიშვნა გვახსენებს იმას, რომ თავისუფლებისათვის მხოლოდ წარსულში არ იბრძოდნენ, ეს ჩვენი აწმყოცაა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები