სავანეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
01-03-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიებას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეება დოკუმენტური მასალებიდან: „წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში“ კადრები ნახეს. სკოლის აღსაზრდელებმა საბჭოთა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკაზე, ბოლშევიკთა გეგმებზე, ექვთიმე თაყაიშვილის როლსა და მარო მაყაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. ამის შემდეგ სკოლაში დროშა დაუშვეს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.  ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203