''მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით'' - ქვედა სიმონეთის N2 სკოლა რაიონულ ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილზე გავიდა
24-02-2017

ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეები (სპორტის მასწავლებლები: დ. რობაქიძე და ზ. ლიკლიკაძე) აქტიურად არიან ჩართული სასკოლო სპორტულ ცხოვრებაში. 

მოსწავლეები სკოლაში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით  სისტემატურად მონაწილეობენ შიდასასკოლო და რაიონულ ოლიმპიადებში. 

როგორც სკოლის სპორტის მასწავლებლები ამბობენ, სკოლამ არც ახლა დაარღვია ტრადიცია და აქტიურად ჩაერთო რაიონში გამართულ სპორტულ ოლიმპიადაში ფრენბურთში და ღირესული II ადგილი მოიპოვა. 

 ''მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით,  გავაუმჯობესებთ შედეგებს, ჩვენ ამას შევძლებთ'' -  აცხადებენ  მოსწავლეები და აქტიურად იბრძვიან დასახული მიზნის მისაღწევად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203