წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ობუჯის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის მასწავლებელის მედიკო კაკაჩიას ხელმძღვანელობით, ლიტერატურული კომპოზიცია - „არ დავივიწყოთ წარსული“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება უდიდესი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას ეძღვნებოდა.
ღონისძიებაზე ისტორიის მასწავლებელმა ვალერი ძაძამიამ დავით აღმაშენებლის ღვაწლზე ისაუბრა.
ლიტერატურული კომპოზიცია სკოლის დირექტორმა ეკატერინე ლუკავამ შეაჯამა და მონაწილეებსა და მათ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები