ჩხორიის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული მუშაობისათვის დაჯილდოვდა
01-03-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიის საჯარო სკოლა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული წარმატებული მუშაობისათვის ტექნიკით დაჯილდოვდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ერთი წელია ჩაბმულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში - „მომავლის თაობა“. ამ ხნის მანძილზე სკოლაში პროგრამის ფარგლებში, მაია არახამიას ხელმძღვანელობით, ბევრი საინტერესო ღონისძიება განხორციელდა.

„შედეგმაც არ დააყოვნა. მოსწავლეები უფრო გააქტიურდნენ. თვითონვე გამოდიან ამა თუ იმ ინიციატივით, ამზადებენ პრეზენტაციებს, ბუკლეტებს, უშვებენ კედლის გაზეთის სპეციალურ ნომრებს, იღებენ ფოტობსა და ვიდეორგოლებს, განუვითარდათ კვლევა-ძიების უნარი. სასკოლო ცხოვრება  უფრო საინტერესო გახდა.

სკოლა დიდ მადლობას უხდის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ხელმძღვანელებს, ასოციაცია „ ათინათის“ თანამშრომლებს და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს „კიდევ მრავალთა საქმეთა საქმნელად“...“,-“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203